შეხვედრა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორთან

20 მარტი 2015

20 მარტს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა, აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა დავით ასათიანმა და ირაკლი ყანდაშვილმა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორთან მელიტონ ბენიძესთან და იურიდიული დახმარების საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. 
შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის სამომავლო გეგმები. საკითხები, რომლებიც საჭიროებს ერთობლივ გაანალიზებას და გადაჭრას. ასევე, გამოითქვა მოსაზრება დაიგეგმოს ერთობლივი ღონისძიება, რომელიც საშუალებას მისცემს იურიდიული დახმარების სამსახურს და ადვოკატთა ასოციაციას განსაზღვრონ სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტები და გეგმები.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი